ერთი წლის მანძილზე რუსეთში 7,5 ტონა სანქცირებული პროდუქტი გაანადგურეს

ერთი წლის მანძილზე რუსეთში 7,5 ტონა სანქცირებული პროდუქტი გაანადგურეს

რუსეთში გასული წლის 6 აგვისტოდან დღემდე 7,5 ათასი ტონა სანქცირებული პროდუქტი განადგურდა – რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, განადგურებული პროდუქტის ძირითადი წილი (7,272 ათასი ტონა) ბოსტნეულზე მოდის, დანარჩენი – ხორცის პროდუქტზე.

რუსეთმა ემბარგო 2014 წლის აგვისტოში ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ანტირუსული სანქციების საპასუხოდ მიიღო.
2015 წლის 29 ივლისს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას იმ პროდუქტების განადგურების შესახებ, რომელიც ემბარგოს სიაში მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა: სექსიზმთან ბრძოლა მამაკაცის ვალდებულებაა
შემდეგი სტატიაქართული-რუსული ნავთობ პროექტი