ბარაკ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო უსამძიმრებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო უსამძიმრებს. ბარაკ ობამას თქმით, ვაშინგტონი მზად არის, გერმანიის ხელისუფლებას დახმარება აღმოუჩინოს.

“ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა მიუნხენში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც შესაძლოა, დაშავდა. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, აღმოვუჩინოთ ყველა დახმარება”,- განაცხადა ობამამ.

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სავარაუდოდ სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც გარდაცვლილია სულ მცირე ექვსი ადამიანი. პოლიცია თავდამსხმელების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს. სამართალდამცველებმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფსეს.

https://youtu.be/vNFUnVSAY_Q

 

banner
წინა სტატიაშივრცელდება ახალი ვიდეო-მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ მიუნხენში მინიმუმ ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა