პოლიციამ მიუნხენში მინიმუმ ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

ამ წუთებში მიუნხენის პოლიციამ მინიმუმ ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი  დაადასტურა. მათივე განცხადებით, ბევრია დაჭრილი.
მიუნხენის მოვლენების გამო ჩეხეთმა ბავარიის მიწის საზღვარზე კონტროლი გააძლიერა.

მიუნჰენის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მიუნჰენის სროლების შემდეგ, ჩრდილოეთ რეინის მიწაზე, ვესტფალში პოლიციამ მაღალი მზაობა გამოაცხადა. ეს პოლიციის ყველა განყოფილებას ეხება – მიწის ხელისუფლებამ გაავრცელა. საუბარია მასობრივი ღონისძიებების ადგილებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ოფიციოზი სხვა რაიმე სახის კომენტარზე უარს ამბობს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზომები მხოლოდ და მხოლოდ მიუნხენის გამოა მიღებული.
მიუნხენში ვეტმფრენები პატულირებენ. მიუნეხის სიახლოვეს პოლიციამ მძღოლებს მოუწოდა ავტობანი გაანთავისუფლონ.

https://youtu.be/O7TOoRC3nsk

მიუნხენის მკვიდრები თანაქანაქელებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციის გამო ქუჩაში დარჩნენ, საკუთარ სახლებში ეპატიჟებიან.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიუნჰენის ამბებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დახმარების მზაობა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მიუნხენის რამდენიმე ქუჩაში სროლები ისმოდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იუნხენის პოლიციამ დაადასტურა დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, არ ვრცელდება დაღუპულთა რაოდენობა. სამართალდამცველების განცხადებით, სიტუაცია ამ მომენტამდე გაურკვეველი რჩება. პოლიციამ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მათ არ იციან სად იმყოფება ბოროტმოქმედი და სავაჭრო ცენტრში მყოფთ სთხოვს არ გამოაქვეყნონ შემთხვევის ადგილიდან ფოტოები და ვიდეოები.
მიუნხენში მოძრაობა სრულიად შეწყვეტილია. სამარალდამცველები ხალხს აფრთხილებენ ქუჩაში არ გავიდნენ.

ინტერნეტში მიუნხენში მომხდარი სროლის ამსახველი მორიგი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ მიუნხენის ოლიმპიური სავაჭრო ცენტრის სახურავზე ერთ-ერთი თავდამსხმელი დგას და იარაღიდან ისვრის.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია ექვსი  ადამიანი. პოლიცია ქალაქის ცენტრში თავდასხმაში მონაწილე სამ შეიარაღებულ პირს ეძებს.

https://youtu.be/jBM7y1ZC6SQ

 

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა გერმანიას მიუნხენში მომხდარი სროლის გამო უსამძიმრებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს