ბარაკ ობამა: ასადის წასვლამდე მშვიდობა არ მოვა…

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, სირიაში ბაშარ ასაადის ხელისუფლებიდან წასვლადმე მშვიდობა არ დადგება…

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საკუთარი მოსახლეობის უმეტესობის ნაწილში ყოველგვარი ლეგიტიმურობა დაკარგა და სანამ ის ხელისუფლებაში იქნება, სირიაში წესრიგი და მშვიდობა არ დამყარდება…

,,მანამ ასანამ ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის უმეტესობა ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ სცნობს, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარდება… ეს კი ასადის წასვლას უნდა მოჰყვეს… ასადის წასვლამდე მშვიდობა არ მოვა,, განაცხადა ობამამ, რომელმაც 5 წლის წინა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ასადზე საუბარი გაიხსენა… ,,ასადი არც ისე ცუდი ვინმეა, რომ მან სირიას უხელმძღვანელოსო, მითხრა მაშინ პუტინმა, რომელიც ასადს იცავდა… მე არ ვეთანხმებოდი და არც ახლა ვეთანხმები… დრომ ანახა, რომ მე მართალი ვარ… ასადი არც ისე კარგი ვინმეა,, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელმაც ასადს ასეულ ათასობით საკუთარი მოსახლეობის დახოცვაში დასდო ბრალი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირას უშვებიან თურქები რუსეთიდან მობრუნებულ პროდუქტებს…?
შემდეგი სტატიაესტონეთის ექს-მინისტრი: 20 წლის შემდეგ ეს ბავშვები ყელს გამოგვჭრიან