რას უშვებიან თურქები რუსეთიდან მობრუნებულ პროდუქტებს…?

თურქული მედიის ცნობით, რუსეთიდან მობრუნებულ თურქულ პროდუქტებს, რომლებიც რუსული სანქციების ოფიციალურად ძალაში შეუსვლელობის მიუხედავად საზღვრიდან უკან მოაბრუნეს, თურქეთის ხელისუფლება ყიდულობს და მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგებს…

18 დეკემბერს თურქეთის ქალაქ ქადირლიში მოხდა, როდესაც რუსეთიდან მობრუნებული 35.000 ლირას (12.000 დოლარამდე) ღირებულების 20 ტონა ხილ-ბოსტნეული (კარტოფილი ხახვი, პომიდორი, კიტრი და მანდარინი)  ქალაქის მერიამ შეისყიდა და შედარებით ღარიბულ უბნებში, მოსახლეობას უფასოდ დაურიგა…

,,ამ ნაბიჯით, ჩვენ ერთის მხრივ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას დავეხმარეთ, მაგრამ მეორეს მხრივ დავეხმარეთ ჩვენს ფერმერებს და ზარალისგან დავიცავით ისინი… ხელისუფლების ვალია სამამულო მეწარმებზე იზრუნოს,, აცხადებს ქადირლის მერი ომერ თარჰანი, რომელიც მეზობელი ოსმანიეს  და სხვა ქალაქების მერების მსგავსად ცდილობს ემბარგოს გამო არ აზარალოს თანამემამულეები.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა დედა ტერეზას მეორე სასწაული აღიარა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: ასადის წასვლამდე მშვიდობა არ მოვა…