ბაქრაძე: ჩემი განწყობა ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში

“ჩემი განწყობა ამ შეხვედრის წინ, ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდეს.

“ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკება შედეგიანად უნდა დასრულდეს. ის რაც დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან იყო ცალსახად ცუდი, ცალსახად არასახელმწიფოებრივი და ხიფათის შემცველი მოლაპარაკებებისთვის. ჩემი განწყობა ამ შეხვედრის წინ ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოსა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერებს ხვდება
შემდეგი სტატიაადვოკატი: ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადოს