ბაქოში ,,ფორმულა-1,,-ს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანა ,,ფორმულა-1,,-ს მსოფლიო ჩემპიონატს, უკვე მესამედ უმასპინძლებს.
27-29 აპრილს გასამართ, სეზონის მეოთხე შეჯიბრება Grand Prix-ამდე რამდენიმე დღით ადრე, ბაქოს ქუჩები სატრანსპორტო მოძრაობისა და ფეხით მოსიარულეთათვის გადაიკეტება.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და ასპარეზობისთვის საჭირო ტერიტორიაზე ბარიერებია შემოვლებული. ხოლო მაყურებელთათვის, ტრიბუნები აზადლიქის, აზნეფტის მოედნებზე, ქიზქულეს და ციხის კარის მსგავს ისტორიულ ნაგებობების წინ იქნა აგებული.
ჩემპიონატის მსვლელობის მანძილზე, ფორმულა ერთის მოყვარულებს მომღერალ კრისტინა აგილერას მოსმენის საშუალება მიეცემათ.
აზერბაიჯანი მომდევნო ორ სეზონზეც უმასპინძლებს ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატს.

banner
წინა სტატიაშიანტიასაკობრივი კრემის მოპარვის გამო ესპანელმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიალონდონმა და პარიზმა რუსეთის მიერ ინიცირებულ ბრიფინგზე დასწრებაზე უარი თქვეს