ანტიასაკობრივი კრემის მოპარვის გამო ესპანელმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა

მადრიდის მთავრობის ხელმძღვანელმა კრისტინა სიფიენტესმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მას სუპარმარკეტში კრემების მოპარვაზე ბრალი დასდეს – Vanguardia წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჩინოვნიკმა 2011 წელს სუპერმარკეტში ანტიასაკობრივი კრემი მოიპარა, მათი საერთო ღირებულება 40 ევროს არ აღემატებოდა. ვიდეოში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა, ჩანს რომ პოლიტიკოსს სუპერმარკეტის დაცვა ჩხრეკს. მათ პოლიცია არ გამოუძახებიათ, რადგანაც სიფიენტესმა კრემების ღირებულება ადგილზე გადაიხადა. 53 წლის პოლიტიკოსის თქმით, ვიდეოს გამოქვეყნება იმის დამამტკიცებელია, რომ მასზე კომპრომატებს აგროვებდნენ. ქალმა თქვა, რომ ამაყად აწეული თავით მიდის თანამდებობიდან და რომ ის კმაყოფილია საკუთრი მუშაობით.

banner
წინა სტატიაშისირიის საკითხზე რუსეთის პარტნიორები მოსკოვში იკრიბებიან
შემდეგი სტატიაბაქოში ,,ფორმულა-1,,-ს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება