ბანანის პროტესტი პოლონეთში: ფლეშმობი ეროვნულ მუზეუმში ცენზურის წინააღმდეგ

პოლონელი მხატვრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები პროტესტის ნიშნად აქტიურად აზიარებენ ფოტოს, რომელიც ბანანთან აქვთ გადაღებული. საქმე იმაშია, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორმა გასული კვირის პარასკევს, საგამოფენო დარბაზიდან ამოიღო 1972 წლის “მომხმარებლური ხელოვნება” , რომლის ავტორია ნატალი LL და კატაჟინა კოზირის “ლუ სალომეს გამოჩენა”. ერთ-ერთ მათგანზე აღბეჭდილია ქერა ახალგაზრდა ქალი ბანანით ხელში, რომელიც მას ეროტიულად ჭამს. ასეთი იყო თვითონ შემოქმედის ჩანაფიქრიც.
ეჟი მიზელეკმა ორშაბათს, აქტიური პროტექტის შემდეგ ორივე ნამუშევარი დააბრუნა დარბაზში. აღნიშნული ფაქტის გამო ორი პარალელური საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ერთი – სოციალურ ქსელებში ბანანის ჭამის დროს გადაღებული ფოტოების გავრცელება იყო, მეორე კი – ეროვნულ მუზეუმთან შეკრება და ბანანების ჭამა – პოლონური მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა და მერკელმა კოსოვოში სიტუაციის დარეგულირების მექანიზმი ჩაუშვეს
შემდეგი სტატიადავით გარეჯი ბლოკადის მოლოდინში – ისტორიკოსები ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ