დავით გარეჯი ბლოკადის მოლოდინში – ისტორიკოსები ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ

დავით გარეჯში შექმნილი ვითარების კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

სპეციალისტების აზრით, კომისიის მუშაობაში პოლიტიკოსები, სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ. ისტორიკოსების თქმით, აუცილებელია კარგად შეფასდეს რისკები და ერთობლივად მოიძებნოს გამოსავალი.

„ყველა სეგმენტი უნდა ჩაერთოს, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია, მეცნიერებათა კოლეგია. ერთობლივად უნდა დაასრულონ ის პროცესი, რომელიც 28 წელია გრძელდება. სახელმწიფო, რომელიც მიილტვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, ევროკავშირისკენ და არ აქვს სადემარკაციო ხაზი განსაზღვრული, ეს არის აბსურდი. ეს ნიშნავს იმას, რომ პასიურია და ინდიფერენტული მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები. თუკი ხელისუფლება კვლავინდებურად წაუყრუებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სოკართან კარტელი ბევრად უფრო მომგებიანია მათთვის, ვიდრე მამულიშვილური და პატრიოტული გრძნობები,“-ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ისტორიკოსი ლევან ჯავახია ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს არის შენი იდენტობა, დამოუკიდებლობა მთლიანობაში. როდესაც ხელისუფლებას ეს არ ესმის, ეს სამარცხვინოა. ეს რომ ყოფილიყო პრობლემა, რომელიც ნაციონალების დროს შეიქმნა, მაშინ აუცილებლად იტყოდნენ, რომ პარტიამ უნდა აგოს პასუხიო. ვოლსკიმ და ვიღაცეები, კომუნისტები, რამდენი ჰყავთ, რატომ არ ამბობენ, რომ მათი პასუხისმგებლობაც არსებობს. ხელისუფლებამ ყველა ინფორმაცია გაასაჯაროვოს, არც ერთ გადაწყვეტილება ხალხის უკან არ უნდა მიიღოს და თუ შეიქმნება კომისიები, ეს უნდა შეიქმნას როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით,“-განაცხადა ისტორიკოსმა ლევან ჯავახიამ.

banner
წინა სტატიაშიბანანის პროტესტი პოლონეთში: ფლეშმობი ეროვნულ მუზეუმში ცენზურის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის სკანდალი – ზურაბიშვილმა ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც ის ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს