ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს

ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს.

ლიეტუვის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთიდან ყველა ენერგორესურსის შეტანას აჩერებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ოპერატორმა „ნორდ პულმა“ რუსული „ინტერ რაოსგან“ელექტროენერგიის შეძენა დღეიდან შეწყვიტა.

ლიეტუვაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ საჭირო ელექტრონერგიას პოლონეთიდან და შვედეთიდან შეისყიდიან. მანამდე, ლიეტუვამ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტიც შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
შემდეგი სტატია95-ე ბრიგადის მედესანტეებმა დამპყრობლების ორი დრონი ჩამოაგდეს