უკრაინაში, ბახმუტთან, გმირულად დაცემულ ქართველ მებრძოლს აჩიკო დევრისაშვილს თანამებრძოლები და ახლობლები ორშაბათს დილის 10 საათზე, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში დაემშვიდობებიან და ცხედარს ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი საქართველოში გადაასვენებენ.
აჩიკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც იბრძოდა, ბახმუტთან შეტაკებაში კი იმ დროს დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად ცეცხლის ზონაში შევიდა.