“ბახალასთვის” ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტი – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მსახიობ გიორგი გირგანაშვილისთვის, დაკავებისას ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტს და შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესაძლო განხორციელებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გიორგანაშვილის განცხადებით ინფორმაცია ამის შესახებ მას საგამოძიებო უწყებამ მიაწოდა.
პარალელურად კი, დღეს გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლის წინაშე საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულიც ისარგებლებს.
„აღარ ვაპირებ ბოლო სიტყვაში ჩემს თავზე ლაპარაკს და ჩემს საქმეზე ლაპარაკს, იმიტომ, რომ საერთოდ არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ თავი ვიმართლო. ალბათ ზოგადად, პოლიტიკურ ფონს შევეხები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში. პროკურატურიდან დამირეკეს, საგამოძიებო ნაწილმა და ასეთი რაღაც მითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ჩემს საქმეში, იმ დარღვევებზე. როგორც ამბობენ, სახალხო დამცველის აპარატის მითითებით ხდება ეს ყველაფერი,“ – განაცხადა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიახარაგაულის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების ფაქტს ომბუდსმენი სწავლობს