აჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფექციით 35 ადამიანი, მხოლოდ იანვარშია დაინფიცირებული. არცერთი შემთხვევა მწვავე არ არის, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას დროულად აცრების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.

“თუ კი ყოველწლიურად სამი და ხუთი შემთხვევა რეგისტრირდებოდა, ახლა მხოლოდ იანვრის თვეში 35-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. წითელა, როგორც ვიცით, ექვემდებარება ვაქცინაციას 1 წლისა და 5 წლის ასაკში. ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაავადებების კიდევ უფრო გავრცელების თავიდან აცილების საწინააღმდეგოდ, რომ პრევენციის ერთადერთი გზა გახლავთ ვაქცინაცია,” – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდება – ღონისძიებები გენერლის მკვლელობის საქმეს უკავშირდება
შემდეგი სტატია“ბახალასთვის” ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტი – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო