სანქციების თავიდან არიდებაში ჩართულ ქვეყნებს სანქციები უნდა დაეკისროთ – კრამონი საქართველოს ვაჭრობაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ ომამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა გაზრდილი, რაც ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდებაზე მიუთითებს.

კრამონის თქმით, სანქციების თავიდან არიდებაში პასუხისმგებელ ქვეყნებსა და კომპანიებს ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს.

“მესამე ქვეყნების საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის ვაჭრობის ზრდა 800%-მდეა ომამდელ პერიოდთან შედარებით.

რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდება.

ეს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ადგება.

ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა/სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს”, – წერს კრამონი.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი მხარს უჭერს სტოლტენბერგის წინადადებას ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით – მედია
შემდეგი სტატიაპესკოვი – შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით პოზიტიურ პერსპექტივას ვერ ხედავს