ბაია გადაბაძე: მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით ფართს თუ რამე პრობლემა აქვს

news
ავტ.: news მარტი 9, 2016 16:47

ბაია გადაბაძე: მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით ფართს თუ რამე პრობლემა აქვს

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურ დირექტორს ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია “მაესტროში” დღეს, 17:00 საათისთვის ელოდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ “მაესტროს” შენობის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია “მაესტროში” ლევან გაჩეჩილაძე შეხვდება არხის ფინანსურ დირექტორს და ასევე “ბიზნესკონტაქტის” ავტორს და ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს.

“ფინანსურ დირექტორთან და გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებულია შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ლევან გაჩეჩილაძე გიორგი ისაკაძეს გამარჯობასაც არ ეუბნებოდა, ახლა ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება მათი შეხვედრა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

რაც შეეხება შეუშვებს თუ არა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი მოქმედ დირექტორს ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში, ბაია გადაბაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი უკვე მობეზრდა და მოხდება ლევან გაჩეჩილაძის გარკვეული დროით ტელეკომპანიაში შეშვება.

“მომბეზრდა ამ თემაზე საუბარი – შევუშვებ თუ არ შევუშვებ ტელეკომპანიის შენობაში. მე მას ვთხოვე, რომ უზრუნველყოს ფართი. მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით თუ რამე პრობლემა აქვს მას. ფინანსური დოკუმენტაციის მოწოდებაზე არ არის პრობლემა. მან თქვა, რომ გამოყოფს ადამიანს და თუ კონფრონტაციას შეფარული ქმედებებით აკეთებს, არ ვიცი. თუ ადამიანი იღწვის იქ შესასვლელად, სადაც მას არ ელოდებიან და არავის უნდა ამის გაკეთება, ვერ ვხვდები ეს ურთიერთობა რა სტილია”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანია “მაესტროში” ლევან გაჩეჩილაძის მისვლას 17:00 საათისათვის ელოდებიან.

news
ავტ.: news მარტი 9, 2016 16:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,057
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics