ქართველი ჯიჰადისტის შიშანის მამას მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია

ქართველი ჯიჰადისტის შიშანის მამას მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია

გუშინ პენტაგონმა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უმარ აშ-შიშანის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა – ის ასევე ცნობილია როგორც უმარ-ჩეჩენი. ქართული არმიის ყოფილი სერჟანტი, თარხან ბათირაშვილი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერია.
დღეს ამერიკული სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი, მეტსახელად აბუ უმარ აშ-შიშანი, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია” – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
“ბიბისის” ცნობით, ბათირაშვილის მამას შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია – ის პანკისში ცხოვრობს. მამა ამბობს, რომ მან შვილის შეასხებ არაფერი იცის და დიდი ხანია არ დაკავშირებია.
აშ-შიშანის გარდაცვალებას არ ადასტურებენ ასევე პანკისის ხეობის სხვა ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციისთვის, რომელიც ჯიჰადისტის ადგილმდებარეობას ეხებოდა, აშშ-მ 5 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა.
ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადება 2014 წლის ნოემბერში უკვე გააკეთა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, თუმცა ცნობა არ დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე: მე ვუქირავებ ლევანს ჩემი ფულით ფართს თუ რამე პრობლემა აქვს
შემდეგი სტატიამაკა ასათიანი და კოტე გოგელია ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაციებს არ აპირებენ