ბაღიდან გათავისუფლებული დირექტორების საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ბაღიდან გათავისუფლებული დირექტორების საგანგებო განცხადბებას ავრცელებენ. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ

“გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თბილისის ბაგა-ბაღებში. ბაღების დირექტორები და თანამშრომლები მუდმივად არიან შიშისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, მათ მუდმივად ემუქრებიან როგორც პირდაპირ ასევე ირიბად. მათგან ითხოვენ თანამშრომლების გათავისუფლებას, დახმარებას სხვა დირექტორების გათავისუფლებაში, სოციალურ ქსელებში სააგენტოს საპიარო ფოტო- მასალებისა და ინფორმაციის გავრცელებას, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ხდება მათი სამაგალითოდ დასჯა, მათზე ბინძური კამპანიის აგორება, გათავისუფლება სამსახურიდან. ასეთი წნეხის ქვეშ მყოფი ბაღის თანამშრომლები არიან სრულიად დემოტივირებული. ბუნებრივია მათი უმეტესობა ცდილობს შეინარჩუნოს სამსახური, მაგრამ გულს ვერ უდებს იმ საქმეს რასაც ემსახურება, ზედმეტია საუბარი ბავშვებისათვის პოზიტიური და განმავითარებელი გარემოს შექმნაზე. ბაღის თანამშრომლებისათვის ხშირად გაუგებარია კონკრეტულად რას ითხოვს მათგან სააგენტო, სტრესისა და გამუდმებული მონიტორინგების ფონზე. მოუხედავად მოთხოვნისა ორი თვის განმავლობაში მერი არ ხვდება არც ერთ ორგანიზაციას, ბაღის თანამშრომელსა თუ მშობელს. ჟურნალისტებთან საუბრისას ის აცხადებს რომ სრული პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე ეკისრება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, სააგენტოს წარმომადგენლებისგან კი ხელის გაშვერა ხდება მერიაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ არც ბაგა-ბაღების სააგენტო, არც მერია დღეს დღეობით არ არიან დაინტერესებული ბაღების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებით, არც ბავშვების და არც მასწავლებლების განვითარებით, მათი მიზანი არის მხოლოდ წინასაარჩევნოთ საკუთარი მხარდამჭერების დასაქმება, რაზეც მეტყველებს მათი ქმედებები, საკადრო პოლიტიკა და მათი გულგრილი დამოკიდებულება საქმისადმი. სააგენტოს მიერ წარდგენილი კვარტალური ანგარიში და მისი წარდგენის ფორმა არის ფარსი და არ ასახავს სიტემაში არსებულ რეალურ პრობლემებს. ჩვენ ცინიკურად მიგვითითებენ სასამართლოზე მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს პროცესი არის გრძელვადიანი და ამ დროის განმავლობაში ზარალდებიან ადამიანები და სფერო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მშობლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ყველა კომპეტეტნტურ ორგანოს, სამოქალაქო აქტიურობით შეაჩერონ სააგენტოსა და თბილისის მერიის მხრიდან უკანონო პროცესები, პოლიტიზირებული გადაწყვეტილებები, რომლითაც ზარალდება ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, ჩვენი მომავალი, ბავშვების სიმშვიდე და კეთილდღეობა, მათი განვითარების საშუალება. ამ პროცესების წინააღმდეგ ჩვენ მივმართავთ საპროტესტო ზომებს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ეს მანკიერი პრაქტიკა საბავშვო ბაღების პოლიტიზირების მცდელობისა. გაიმიჯნოს ამ ბინძური თამაშებისგან ჩვენი შვილების მომავალი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სკოლამდელები ჩვენი მომავალი“

banner
წინა სტატიაშიპუტინი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ევროკავშირს პირველად ეწვევა
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი: ნატო ეს დროებითი პროდუქტია