დიმიტრი პესკოვი: ნატო ეს დროებითი პროდუქტია

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვი ეჭვობს რომ ნატომ შეძლოს ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვა.

“ნატო – ეს დროებითი კონფრონტაციის პროდუქტია. რამდენად შეუძლია ამ ინსტრუმენტს, რომელიც კონფრონტაციისათვის არის შექმნილი, ევრიპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვა, საეჭვო საკითხია. ჩვენ, ისევ ისე, სამწუხარო კონსტანტირებას ვახდენთ ნატოს ჩვენს საზღვრებთან მოახლოების გამო” – განაცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ ალიანსის რიტორიკა, ცივი ომის დროინდელს გავს. “ჩვენ შევცდით, როცა გვეგონა, რომ ეს წარსულს ჩაბარდა” – დაამატა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიბაღიდან გათავისუფლებული დირექტორების საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიააშშ-მ ვიეტნამს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოუსხნა