ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაშიაცხადებენ, გამოძება სსკ-ის 187 -ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : ატოცში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ასეთ ფაქტებს არასდროს შევეგუებით
შემდეგი სტატია“არა რუსულ ოკუპაციას”-,,გირჩის” აქტივისტებმა ატოცში შარვლები ჩაიხადეს