“არა რუსულ ოკუპაციას”-,,გირჩის” აქტივისტებმა ატოცში შარვლები ჩაიხადეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ახალგაზრდები, „გირჩის“ წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ. საოკუპაციო ხაზთან შეკრებილები უკანონო ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები.

საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ – „ცხინვალი საქართველოა“ , „არა რუსულ ოკუპაციას!“ ამასთან, აქციაზე მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს ერთგვარი პერფორმანსის გამართვისკენ მოუწოდა, რათა დღევანდელი აქცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. „გირჩის” ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს.

მავთულხლართების მიღმა კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს.

banner
წინა სტატიაშიბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიამეუფე შიო – პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი ​მშვიდობით წარმართონ