ლომჯარია – თითოეული მოქალაქის მოვალეობაა ევროპული მომავლის და ქვეყნის დაცვა

ხვალ საქართველოს პარლამენტი იწყებს ევროკავშირზე უარის თქმის კანონპროექტის ინიცირებას,- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონია.

„ხვალ, ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებით, საქართველოს პარლამენტი იწყებს ევროკავშირზე უარის თქმის კანონპროექტის ინიცირებას. ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონია ის კანონპროექტი, რომელსაც ხვალ პარლამენტი განიხილავს. თითოეული მოქალაქის მოვალეობაა ევროპული მომავლის და ამ ქვეყნის დაცვა. ხვალ უყრიან კენჭს კომიტეტზე უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მტერი, ვისაც ევროკავშირთან ურთიერთობა აქვს, უნდა გახდეს თუ არა ამ ქვეყნის მტერი და აგენტი“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

ამასთან, განმარტა, რომ „კანონპროექტი თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ დასავლეთი და დასავლური პარტნიორები საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ, „ამიტომ უცხო ძალებად უნდა გამოცხადდნენ, რომელთაც აქვთ არასახელმწიფოებრივი ინტერესები“.

banner
წინა სტატიაშიბაღდათი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირანის საელჩო – თუ ისრაელის რეჟიმი კვლავ განახორციელებს რაიმე სამხედრო ქმედებას, ირანის პასუხი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება