ბაგებში საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაგებში საბაგრიოს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი – ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევი თ.კ. – ა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა, დაიღუპა მძღოლი
შემდეგი სტატიაპარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება