ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა, დაიღუპა მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აჭარაში. გავრცელებული ინფორმაციით,  ხულოში მანქანა ხევში გადავარდა და ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“სასამართლო, ისევე როგორც ბევრი სხვა სფერო, ჩაიძირა პოლიტიკური დაპირისპირებების რეალობაში”
შემდეგი სტატიაბაგებში საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს