ბაგა-ბაღების ირგვლივ სკანდალი არ ცხრება-არჩილ გამზარდია სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

“პირადი საუბრებით არაერთი მეუბნება, რომ მერია და ბაღების სააგენტო ზეწოლას ახდენენ ბაღების გამგეებზე და აღმზრდელებზე რომ საყვედურები არ თქვან ბაღებში შემცირებულ და გაუარესებულ კვებაზე.

კახი კალაძეს ვთხოვ, რომ დროულად იმოქმედოს მერიის ჩინოვნიკების თავგასულობის ასალაგმად. რეალურად ძალიან ცუდად შედგნენ ჩვენს შვილებს და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან, რაც გინდა ზეწოლა მოახდინონ ბაღებზე, იფეთქებს ეს ნაღმი.

პ.ს. დღეს სამხარზე უნდა ყოფილიყო პატარა ნამცხვარი და ხილის ჩაი, ბევრმა მომწერა რომ არავითარი ჩაი თუ კომპოტი არ ყოფილა.

ასევე როგორც ბევრმა მომწერა, თევზი არა ორაგულია, არამედ ხეკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო თევზია, ზიგან კი წინა კვირაში შეიტანეს ფხიანი თევზი. ისიც სანიტარული ნორმების დარღვევით, რაზეც წინა დღეებში წერდა არაერთი მედიასაშუალებაც”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე არჩილ გამზარდია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პირი
შემდეგი სტატიათუ ლუცენკოს ცოლს იცნობ, მის პალტოსაც უნდა იცნობდე