ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პირი

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ჩატაევის საქმეზე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა
შემდეგი სტატიაბაგა-ბაღების ირგვლივ სკანდალი არ ცხრება-არჩილ გამზარდია სკანდალურ პოსტს აქვეყნებს