ბადრი ჯაფარიძე : თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა

თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში განუცხადა.

აღნიშნულით ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, ელოდება თუ არა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კონსენსუსის შემდეგ, მათი საქმის წარმოების შეწყვეტას.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ აქ მოვსულიყავით. ცხადია, რომ ველოდებით ხელისუფლება და პროკურატურა გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც პასუხისმგებლიანმა პროკურატურამ უნდა გადადგას და შეწყვეტს ამ საქმის წარმოებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსენსუსს, ეს ეხება იმას, რომ საზოგადოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნა ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები უნდა დამთავრდეს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ. ეს არის კონსენსუსის ნაწილი. კონკრეტული საქმეების, კონკრეტული შემთხვევების, პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებაში გაწერილი არ არის, მაგრამ ის ამ პრინციპულ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაითარგმნოს.

ჩვენი საქმე თავიდანვე ყველას ყურადღების ქვეშ იყო რამდენადაც, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არის. თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს
შემდეგი სტატიასამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 17 პაციენტი იმყოფება