სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 17 პაციენტი იმყოფება

სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 17 პაციენტი იმყოფება.ამის შესახებ განცხადება მუნიციპალიტეტის საზოგადობრივი ჯანდაცვის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ გააკეთა.

“წუხელ დაგვემატა ერთი ზუგდიდში და ერთი წალენჯიხიდან,რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ. სულ 17 პირია თვითიზოლაციაში,აქედან ერთი პირი დღეს ეწერება. ორი კიდევ თბილისშია და აქ სამეგრელოში არ ჩამოსულა,4-მა დატოვა საქართველო,ამდენად 17 პირიდან 10 რჩება თვითიზოლაციაში”,- განმარტა მან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე : თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია, ჩვენი დევნა ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევაა
შემდეგი სტატიაკორონავირუსზე ტესტირება თბილისის ინფექციურში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდება