ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ მივიღებთ ყველა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას

„ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს ვდგავართ, ჩვენ ვაპროტესტებთ და ვგმობთ პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას. მოვითხოვთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას ამ ქვეყანაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოთხოვნას. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ადამიანების განცხადებას, რომ ფიზიკურად დაიცავენ, მათი პროტესტი გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და ეს შეიძლება დაწყებული იქნეს სწორედ ნიკა მელიას საქმის დახურვით. ჩვენ ასეთი რაღაც არ განგვიხილავს პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ იქ საკმარისი ადამიანები არიან, რომლებიც მელიას ფიზიკურად დაცვას აცხადებენ. „ლელოს“ მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, რომელიც ეძღვნება და მიეძღვნება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას,“ -აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს – იან კელი ერთპარტიულ პარლამენტზე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: მე ვერ წარმომიდგენია ახლა ისე გაგიჟდეს “ქართული ოცნება”, ამ ოფისის შტურმი გადაწყვიტოს სპეცრაზმის, ან ომონის მეთაურობით