მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს – იან კელი ერთპარტიულ პარლამენტზე

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, პარლამენტის მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას გამოეხმაურა.

“ერთპარტიული პარლამენტის მზარდი სულისკვეთება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს” – წერს იან კელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღესვე მიმართოს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიმანუჩარ ახალაია: ხელისუფლება დგას ისტორიის არასწორ მხარეს და მას ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: ჩვენ მივიღებთ ყველა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას