ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ელენე ხოშტარიას გარდა სხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც იყოს

„რატომაც არა“, – ასე უპასუხა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კითხვას იმის შესახებ, გამორიცხავს თუ არა, რომ ახალ პოლიტიკურ გუნდში „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ელენე ხოშტარიას გარდა სხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც იყოს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ახალი გუნდი იქნება ალტერნატიული და არა მესამე ძალა.

„რატომაც არა, ჩვენ ღია პლატფორმა გვაქვს და გვინდა ის ადამიანები შემოვიკრიბოთ, რომლებიც მსოფლმხედველურად ვემთხვევით და ვიზიარებთ ერთნაირ მიდგომებს რიგი საკითხების მიმართულებით. ასე რომ, ეს ღია პლატფორმაა. ეს იქნება არა მესამე, არამედ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. ჩვენ უფრო მეტზე გვაქვს პრეტენზია, ვიდრე მესამე პოლიტიკური ძალაა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიშუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ
შემდეგი სტატიაპირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა