შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას PCR ტესტით შეძლებენ. მთავრობის ამ განკარგულებაზე კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.
ნათია თურნავას განცხადებით, იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები – თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზ.მ.-ს ბრალდება დაუმძიმდა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ელენე ხოშტარიას გარდა სხვა ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც იყოს