აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დმანისის რაიონში 16 და 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამ ფაქტს საქართველო-აზერბაიჯანის მტრების მიერ ინსპირირებულ აქციას უწოდებენ. ამის შესახებ azerbaycan24.com ავრცელებს.

„აზერბაიჯანის მიერ მოღწეული გამარჯვება ყარაბაღის ომში და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჩვენი მტრების სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ ეს დაპირისპირება მათ მიერ იყოს ინსპირირებული. მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს იმოქმედონ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და იყვნენ ძალზე ფრთხილად“ – აცხადებენ კომიტეტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გაჩნდა, ვინაიდან გარკვეულ პირებს მაღაზიაში ნაყიდი პროდუქციაში თანხის გადახდა არ სურდათ.

დმანისში აქ მცხოვრებ სვანებს და აზერბაიჯანელებს შორის 16 და 17 მაისს დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია კონფლიქტში მონაწილე 8 პირი.

banner
წინა სტატიაშიდმანისის შესასვლელთან ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს
შემდეგი სტატიაREFORMERFITNESS მთავრობას: წარმოიდგინეთ, თითქოს დმანისში ფიტნეს-კლუბი გაქვთ დასალუქი