დმანისის შესასვლელთან ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს

ქალაქ დმანისის შესასვლელთან რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: მივესალმებით პარტიების მიერ LGBTQ უფლებების მხარდაჭერას
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს