აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საომარი მოქმედებები ისევ აღდგა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრე-სამსახურის უფროსი არცრუნ ოვანისიანი ავრცელებს, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ძალოვანებმა საომარი მოქმედებები ისევ აღადგინეს – “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, სომხეთს გააჩნია იმის “უტყური მტკიცებულებები”, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. “თუკი სომხურ მხარეს “გააჩნია მტკიცებულებები”, მაშინ წარმოადგინონ” – აზერბაიჯანული უწყება ამბობს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია გუშინ დაიძაბა და გუშინვე დაიწყო საომარი მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ამერიკელი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაპუტინმა ამერიკელი დიპლომატების შვილები კრემლში საახალწლო ნაძვის ხეზე დაპატიჟა