პუტინმა ამერიკელი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა ამერიკელი დილომატების გაძევებაზე – სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.
“სამშობლოში დაბრუნებული დიპლომატები საახალწლო არდადეგებს სახლში გაატარებენ. ამერიკელ დიპლომატებს ჩვენ პრობლემებს არ შევუქმნით” – აღნიშნა პუტინმა. “ჩვენ არ გავაძევებთ არავის. ჩვენ არ ავუკრძალავთ მათ ოჯახებს და ბავშვებს დასვენების წესიერი ადგილებით ისიამოვნონ საახალწლოდ” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. .

რამდენიმე საათის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთიდან ამერიკის საელჩოს 31 და საკონსულოს 4 თანამშრომლის გაძევება შესთავაზა აშშ-ს სანქციების საპასუხოდ, რომელიც რუსი ჰაკერების თავდასხმის გამო დაუწესა რუსეთს.
დღესვე გავრცელდა, რომ რუსეთის საპასუხო სანქციის ფარგლებში ინგლისურ-ამერიკული სკოლა ჩვეულებრივად იმუშავებს, რომელიც “სიენენის” ინფორმაციით უნდა დაეხურათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა , ამასთანავე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა – აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული კიბერშეტევების გამო. ორგანიზაცები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამმართველო – აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის მთავრობამ ნახატების კოლექცია ძალიან იაფად შეიძინა
შემდეგი სტატიააზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საომარი მოქმედებები ისევ აღდგა