აზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს

“ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„ჩვენი პარტიის ცესკოს წარმომადგენლის გივი გველაძის მანქანა იყო გაჩერებული, რა დროსაც ადგილზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა.კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გინება დაიწყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი მოვიდა, მათ შორის იყვნენ სპორსტსმენებიც, რომლებმაც დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება. შედეგად დაშავდა გივი გველაძე და მისი შვილი. ისინი საავადმყოფოში არიან. ავტომობილი კი ბოლომდე განადგურებულია, – განაცხადა სულეიმანოვმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაჯეიჰუნ მუჰამედალი: ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა