აზერ სულეიმანოვი : “ეს შიდაპრტიული “რაზბორკებია”

მარნეულში მომხდართან დაკავშირებით, შიდაპარტიული დაპირისპირების შესახებ საუბრობს “ნაციონალური მოძროაბის” წევრი აზერ სულეიმანოვი. სულეიმანოვი გასულ წლებში მომხდარ ინციდენტებსაც იხსენებს:

“შეიძლება ეს შიდაპრტიული “რაზბორკებია”, დაპირისპირებაა. სამწუხაროდ ძალაინ ცუდი ფაქტია. 2017 წელს მარნეულში, ვითომ ავღანეთია, ასეთი საშინელი ფაქტებია. ბოლო პერიოდში მარნეულში ხალხი დადის ავტომატებით, ნარკოტიკებით, ქურდობა, ძალადობა, ვერ გავიგე რა მოხდა ბოლო ბოლო. ჩვენი მთავრობა ვითომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თქვენ კარგად გახსოვთ 2014 წელს რა მოხდა ყიზილაჯლოში, 2016 წელს რა მოხდა, იგივე სცენარია” აცხადებს სულეიმანოვი.

სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გვიან ღამით გაუხსნეს. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

banner
წინა სტატიაში„შეწუხებულები ვართ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით“ – იან კელი
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს