„შეწუხებულები ვართ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით“ – იან კელი

იან კელი

სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ეხმაურება. დიპლომატი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

“ძალიან შეწუხებულები ვართ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოვხატავთ შეშფოთებას, რადგან დაჭრილი არიან ადამიანები. ზოგი მათგანი, მძიმე მდგომარეობაშია. მთავარი მოლოდინი არის ის, რომ სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს დამნაშავეების გამოსავლენად. ეს საშინელი ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეს”, – განაცხადა იან კელიმ.

ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა 5 ადამიანია.

banner
წინა სტატიაშიადამიანური რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ – “საიას” წინასაარჩევნო ანგარიში
შემდეგი სტატიააზერ სულეიმანოვი : “ეს შიდაპრტიული “რაზბორკებია”