აზარტული თამაშების რეკლამის მედიაში განთავსებისა და თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდა პირველ მარტამდე გადავადდება

აზარტული თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდისა და აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ცვლილებები 2022 წლის პირველ მარტამდე გადავადდება.

შესაბამისად, ტელევიზიებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველ მარტამდე ეთერში განათავსონ აზარტული თამაშების რეკლამა.

„საქართველოს კანონში რეკლამის შესახებ, მეორე მუხლში ცვლილება განხორციელდა. პირველი მოსმენით იყო თხოვნა ტელევიზიების მიმართ, რომ იქნებ ვადა გაზრდილიყო. ამასთან დაკავშირებით, მაქსიმალურად რაც შევძელით არის ის, რომ განგვესაზღვრა პირველი მარტი. აქედან გამომდინარე, ეს კანონი ამოქმედდება 2022 წლის პირველი მარტიდან”, – განაცხადა საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, პირველ მარტამდე გადავადდა ის შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზრდება.

კერძოდ, „აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით 25-წლამდე მყოფ მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტული თამაში როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – პრეზიდენტის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ჟესტია, თუმცა რამდენად გამოიყენებენ ამ შანსს მხარეები, მათ შორის ოპოზიცია, ეს მათზეა დამოკიდებული