ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა კლინიკაში მოთავსებულ შვილთან რძე მიჰქონდა.
ადგილობივების ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი კლინიკა “მედინას” მიმდებარედ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ადგილზე დაიღუპა.
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, წუხელ ბათუმში ორი ავარია მოხდა, ერთი ავარია კლინიკა “მედინასთან” მოხდა, მეორე კი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. მოქალაქე სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“, ზებრაზე გადადიოდა. კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.