აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საგანგაშო მდგომარეობაა

ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველის, ანას ქიშმარიას. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა. ანას ქიშმარიას განცხადებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებულ პირობებში სასჯელის მოხდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც პატიმრების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს და ადამიანის ღირსების პატივისცემას.

აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს არა ერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ან/და ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები: ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ირაკლი ბებუა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ირაკლი ბებუას მდგომარეობა, რომლის ჯანმრთელობაც, ბოლო მონაცემებით, გაუარესებული იყო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი:

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით საერთაშორისო მონიტორინგის მისიების დასაშვებად;

banner
წინა სტატიაშისემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა