ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილით დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ.

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.

სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ სამაშველოს, სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანოს
შემდეგი სტატიათბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დღეიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება