მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანოს

მოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლომ მირზა სუბელიანს შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანოს. მანამდე სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას. წინა პროცესზე დასკვნითი სიტყვით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. ის ბრალს აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის სხდომაზე დასწრებას აპირებს.

“ყველაზე მსუბუქ სასჯელს მოვითხოვთ და ეს არის ჯარიმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა სასჯელთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს,”-განაცხადა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას გუნდი დღეიდან დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა