ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში – არიან დაშავებულები

მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანია დაშავებული. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მარტვილის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, მოყუნულმა გზამ გამოიწვია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაელისაშვილი შიმშილობაზე – გულდასაწყვეტია, რომ სააკაშვილი ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს