თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

ირკვევა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდასთან ერთად, ორმაგდება დასუფთავების სამსახურის გადასახადი იურიდიული პირებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.

მაგალითად, თუ სკოლა ერთ მოსწავლეზე თვეში 25 თეთრს იხდიდა, საკრებულოს მიერ ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, 50 თეთრს გადაიხდის.

კალაძის ინიციატივას სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ გადასახადების გაზრდა მოქალაქეების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

banner
წინა სტატიაშისენაკის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში – არიან დაშავებულები