„ავტონომია უნივერსიტეტს”- სტუდენტების აქცია 3 საათზე დაიწყება

უნივერსიტეტში სტუდენტები დაშლას არ აპირებენ. ისინი მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობის შესახებ. მათი მოთხოვნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ძალაში რჩება.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ თვითმართველობისთვის უფლებამოსილებები შეიზღუდოს და შეწყდეს თვითმართველობაში მონაწილე სტუდენტების წახალისება ლექტორების მიერ.

„მოვითხოვთ, რომ დაიწყოს სამართლებრივი დავა უნივერსიტეტში არსებული ოდეერის ინსტიტუტის წინააღმდეგ, მოვითხოვთ თვითმართველობის ფუნქციებისა და პრივილეგიების მინიმალიზებას“- აცხადებს ერთერთ სტუდენტი.

სტუდენტების თქმით, ბათუმში 10 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, 2 საათზე კი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან, ხოლო აქცია სახელწოდებით „ავტონომია უნივერსიტეტს”3 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყება.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატია“მაესტროს” საქმე – გაჩეჩილაძეების ადვოკატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს