“მაესტროს” საქმე – გაჩეჩილაძეების ადვოკატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

სარჩელის შეტანას გეგმავს დღეს საქალაქო სასამართლოში შპს სტუდია მაესტროს გენერალური დირექტორის ადვოკატი. ლევან გაჩეჩილაძე მოითხოვს არ მიეცეს მაესტროს ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება შპს ტელეკომპანია მაესტროს, რომლის 100%-ის მფლობელი ბაჩო კიკაბიძეა.

თავად კიკაბიძე ამბობს, რომ მაესტროს ლოგოს შექმნაში და სახელის მოფიქრებაში მონაწილეობა მასთან ერთად წლების წინ მამუკა ღლონტმა და ეკა აკობიამ მიიღეს, 2011 წლის შემდეგ კი ლოგოც და სახელის მის საკუთრებაშია.

შპს ტელეკომპანია მაესტროს მფლობელი ბაჩო კიკაბიძე უახლოეს დღეებში გეგმავს მაუწყებლობის დაწყებას. ახალი ტელეკომპანია კვლავ მაესტროს სახელით იმაუწყებლებს და იმავე შენობიდან გავა ეთერში, საიდანაც ამჟამად გადის.

შენობა მაკა ასათიანის საკუთრებაა. ასათიანმა გვიან ღამით წერილი გაავრცელა და კიკაბიძეს მისცა უფლება ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის მისი შენობა გამოიყენოს.

მოვლენებს წერილობით გამოეხმაურა შპს სტუდია მაესტროს აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძეც. ის ამბობს, რომ კიკაბიძეს ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება არ აქვს.

banner
წინა სტატიაში„ავტონომია უნივერსიტეტს”- სტუდენტების აქცია 3 საათზე დაიწყება
შემდეგი სტატიაბარაკ ობამას ინტერვიუ – აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა