ავტობუსისა და დასუფთავების სამსახურის ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დასუფთავების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანისა და მუნიციპალური ავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში მოხდა, ხოლო დაშავებულებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” IRI-ის კვლევებს არ ეთანხმება
შემდეგი სტატიავერტმფრენის ჩამოვარდნას ნორვეგიაში, სავარაუდოდ 15 ადამიანი ემსხვერპლა