ვერტმფრენის ჩამოვარდნას ნორვეგიაში, სავარაუდოდ 15 ადამიანი ემსხვერპლა

ნორვეგიის სანაპიროებთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 2 პილოტი, ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი წყალში აღმოაჩინეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენში მყოფი 15-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

კატასტროფის მიზეზების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიავტობუსისა და დასუფთავების სამსახურის ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაავარია ქუთაისში – დაღუპულია დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი